ზედაზენის კომპლექსის ღირსშესანიშნაობები

იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

იოანე ნათლისმცემლის ეკლესია ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით, ასევე გამოყენებულია აგური და შირიმიც. ეკლესია გეგმით თითქმის კვადრატულია, აქვს ორი შესასვლელი: სამხრეთის კარიბჭიანი დასავლეთის კი მე-19 საუკუნეშია გაჭრილი. მისი აღმოსავლეთი ნაწილი წარმოადგენს დარბაზულ ეკლესიას რომელშიც იოანე ზედაზნელია დასაფლავებული.

                     

                                                 ციხე-გალავანი


მიეკუთვნება მე-17 საუკუნეს. გამოყენებულია გამოყენებულია თლილი კვადრები და აგურიც. ციხე-გალავანი ეკლესიას სამი მხრივ ევლება (სამხრეთით მიუვალი ციცაბო კლდეა). ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს კოშკითა და ბურჯით შექმნილი ვიწრო შესასვლელია. იგი კამარით (შემორჩენილია კამარის ქუსლები) ყოფილა გადახურული (აგურით ნაგები შეისრულთაღიანი შესასვლელი და რკინის ჭიშკარი ახალია). შესასვლელის დასავლეთ წირთხლში ორი თლილი კვადრია ჩასმული.


                                                  კლდეში ნაკვეთი სენაკები

სენაკები გამოკვეთილია ციცაბო მთის ფერდში, ნათლისმცემლის ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, თარიღდება ფეოდალური ხანით. სენაკებთან მისვლა ვიწრო ბილიკებით შეიძლება. აღმ. სენაკის  სამხრეთ (საფასადო) კედლის ქვედა ნაწილი რიყის ქვით არის ნაგები, ზედა - აგურით (მთის ფერდის გამაგრების მიზნით ქვის წყობა გრძელდება კარის დასავლეთითაც). კარი და სარკმელი სამხრეთ კედელშია გაჭრილი. სენაკის ჭერი უსწორმასწოროა. აღმოსავლეთ ნაწილში აგურით ნაგები ბუხარია (XIX ს.), ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში – კედლის მაგიდისმაგვარი შვერილი.

                                                     

No comments:

Post a Comment

Popular Posts

Powered by Blogger.

Followers

Recent Posts

Unordered List

  • Lorem ipsum dolor sit amet, consectetuer adipiscing elit.
  • Aliquam tincidunt mauris eu risus.
  • Vestibulum auctor dapibus neque.

Sample Text

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit, sed do eiusmod tempor incididunt ut labore et dolore magna aliqua. Ut enim ad minim veniam, quis nostrud exercitation test link ullamco laboris nisi ut aliquip ex ea commodo consequat.

Pages

Theme Support

Need our help to upload or customize this blogger template? Contact me with details about the theme customization you need.