ზედაზენის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს მცხეთიდან ჩრდილო-დასავლეთით, საგურამოს ქედის უმაღლეს მწვერვალზე. ლეგენდის მიხედვით ამ მთას ჰქვია კერპი ზადენის სახელი. ზადენი ხალხისთვის სათაყვანებელი გმირი ყოფილა, ის ბრძოლაში დაღუპულა. ამ მთაზე მეფე ფარნაჯობს აღუმართავს ზადენის კერპი, რომელიც აქ მე-6 საუკუნემდე მდგარა.ზედაზენის მონასტერი ერთ-ერთია ასურელი მამების მიერ დაარსებული მონასტრებიდან, ის დააარსა ასურელი მამების მეთაურმა იოანე ზედაზნელმა. იოანე ზედაზნელი აქ თავის მოწაფესთან ერთად დარჩენილა და ღრმა სიბერეში 573 წელს გარდაცვლილა. ის მისმა მოწაფეებმა ჯერ თართას მონასტერში დაკრძალეს და შემდეგ კი სპეციალურად მისთვის აშენებულ ეგვტერში გადაასვენეს.
ზედაზენის კომპლექსში გაერთიანებულია იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, ციხე-გალავანი და კლდეში ნაკვეთი სენაკები.
No comments:
Post a Comment